14:25 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 11:37:20, 835 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - შსს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს

ჩვენი საერთაშორისო  პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა სამინისტროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურმა საერთაშორისო  პარტნიორებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის  მადლობა გადაუხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

უწყების ინსტიტუციური გაძლიერების,  ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთაშორისო  პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა სამინისტროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელება. ჩვენ მათთან მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მინდა, პირადად ჩემი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართული პოლიციის სახელით, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, თანადგომისა და ღირსეული პარტნიორობისთვის", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics