19:14 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 09:27:03, 724 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში

საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში,- ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს.

პაპუაშვილის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს იარაღის დე-ფაქტო ემბარგო დაუწესეს და მალევე გამოაცხადეს რუსეთთან "გადატვირთვა". 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატო-ს გაფართოების შესახებ, რომელიც მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული, მეტწილად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია. ბატონი ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იქნას გაგებული.

ჩვენ გვაქვს უფლება, ეჭვქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი ჩვენი მეგობრის და კრიტიკოსის ორმხრივი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს მიმართ ბევრჯერ უსამართლო, თითქმის ფარისევლური მოპყრობა ჰქონდათ.

საბჭოთა დროიდან მოყოლებული, საქართველოს დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ იდგა: ჯერ რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატიზმით, შემდეგ კი რუსეთის პირდაპირი შემოჭრით 15 წლის წინ, შემდეგ ისევ უკანონო ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეების გატაცებით და საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიით. მას შემდეგ, საქართველომ გამოიჩინა სტრატეგიული მოთმინება, რასაც ჩვენი დასავლელი მეგობრების რჩევები გულისხმობს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ვიყოთ გამძლეები, მაგრამ ასევე ვიყოთ უსაფრთხოების პროვაიდერები და დავეხმაროთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსთვის დე-ფაქტო იარაღის ემბარგო დააწესეს და მალევე გამოაცხადეს რუსეთთან „გადატვირთვა“. მომდევნო წლებში დასავლეთმა მოსკოვთან საგარეო ვაჭრობა უპრეცედენტო დონემდე გაზარდა. მომდევნო წლებში დასავლეთმა მოსკოვთან საგარეო ვაჭრობა უპრეცედენტო დონემდე გაზარდა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას დღემდე ეშინია რუსეთის ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სახელი დაარქვას - ოკუპაცია უწოდოს“,- წერს პაპუაშვილი. 

პაპუაშვილის თქმით, ქართველები უარყოფითად აღიქვამენ დასავლელი პარტნიორების არათანმიმდევრულ, უსაფუძვლო კრიტიკას.

„მხოლოდ ახლა, უკრაინაში რუსეთის განმეორებითი შეჭრის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა იყო და რჩება მტკიცედ პროდასავლური, საქართველოს ახლა, აუხსნელად, აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არის „პრორუსული“! ...

ჯერ ერთი, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად არ გააჩნია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ „გაბედულად“ იმოქმედოს. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შეუძლია ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როგორც ნატო-ს მე-5 მუხლის მფარველობის ქვეშ მყოფ მოკავშირე ქვეყნებს

მესამე, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი გვსაყვედურობს იმის გამო, რომ პრაგმატულები ვართ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების არ  დაწესებაში (თუმცა, არასოდეს დავუშვებთ სანქციების რეჟიმის გვერდის ავლას საქართველოს ტერიტორიის ან ინსტიტუტების გავლით). ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა ჩვენივე მოქალაქეებისთვის გასაგებია, რომ საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს. რუსეთის ანგარიშსწორება საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის და მეოთხე, ქვეყნები, რომლებიც შედარებით ცოტა ხნის წინ შევიდნენ ნატო-სა და ევროკავშირში და ამით შეიძინეს გეოპოლიტიკური უსაფრთხოება (რაც არასრულყოფილი იყო გაწევრიანების დროს), ახლა ყველაზე ხმამაღლა გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოს შესახებ“,- წერს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, უკვე 15 წელზე მეტია ბურთი დასავლეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს მოედანზეა.

"საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, შევიდეს ნატო-სა და ევროკავშირში, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან. შარშან საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა, მაშინაც, როცა ასოცირებულ ტრიოში აშკარად გამორჩეულები ვიყავით. ამ ყველაფრის გათავალისწინებით, ჩვენ თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ვუთხრათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომ გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად, დროა, დაგვეხმარონ უსაფრთხოების მძიმე მდგომარეობის დაძლევაში და ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენი დამსახურებული წევრობის მიღებაში. უკვე 15 წელზე მეტია ბურთი დასავლეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს მოედანზეა“,- წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics