|
2023-05-30 17:30:05, 619 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი
დღეს, ნატო-ში გაწევრიანებაზე პირველი დეკლარირებული უარი განაცხადა რუსმა ირაკლი ღარიბაშვილმა,- ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასანქცირების მოთხოვნით საერთშორისო თანამეგობრობას მიმართავს. „ნატო-ში გაწევრიანებაზე პირველი დეკლარირებული უარი განაცხადა რუსმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ასევე იმართება კრემლიდან. პუტინის რუსეთის მიერ ევროკავშირის საბოტაჟის შემდეგ, ახალ უკვე დეკლარირებულად რუსმა ღარიბაშვილმა საქართველოს სახელით განაცხადა, რომ არ სურს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება. ამ ერთი მოღალატეობრივი განცხადებით ჩარეცხა, ფაქტობრივად, ყველა ომში შინ თუ გარეთ დაღუპული ქართველების სისხლი, მოღალატე ღარიბაშვილმა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება არის უმნიშვნელოვანესი და ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის... ვის არ უნდა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება? ძალიან მარტივად, რამდენიმე წამში თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს - ეს არის პუტინი, ოფიციალური მოსკოვი და ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში მოკალათებული რუსული პარტია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით... ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი და ცხადია, ეს პირველ რიგში ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საკუთარ სათამაშოდ აქცია ჩვენი ქვეყანა",- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)