|
2023-05-30 16:50:25, 1302 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - წელს აჭარაში ველოდებით 4 მლნ-ზე მეტ ვიზიტორს - ბათუმი განსაკუთრებით მოემზადა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად
ყველა არსებული მოლოდინი, დინამიკა გვიჩვენებს, რომ წელს გვექნება უპრეცედენტოდ წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. აჭარის მთავრობის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში გაორმაგებულია. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%- ით. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია. ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან BBC-ის, EUronews- ის, DW- ის მილიონობით მაყურებელი. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42 %-ით. არსებულ მიმართულებებს ივნისიდან დაემატება ფრენები დუბაიდან, თეირანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. "რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება ტურისტული სეზონი. მინდა გთხოვოთ და ყველას მოგიწოდოთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ნებისმიერი ხარვეზი და მაქსიმალურად წარმატებით და ეფექტიანად ჩავატაროთ საზღვაო ტურისტული სეზონი. ბათუმში არაერთი ისტორიული მნიშვნელობის საქმე გაკეთდა. განსაკუთრებით მოემზადა ჩვენი ქალაქი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ტემპი, დინამიკა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ ველოდებით 4 მლნ ზე მეტ ვიზიტორს და რა თქმა უნდა ბათუმი იქნება ცენტრალური ამ საკითხში", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმი 2023 წელს არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელია. ქალაქმა უმასპინძლა ფარიკაობის მსოფლიო თასს, ევროპის სოფლად ტურიზმის ასამბლეას, საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში. ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს მზადება საზღვაო ტურისტული სეზონისთვის.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)