20:19 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 14:53:01, 651 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი უმრავლესობას - უკრაინელები რუსეთს უჩვენოდაც გადაამტვრევენ ხერხემალში - მარცხდება რუსეთი, ვის მხარეს ხართ თქვენ?

დღეს დილით უკრაინელებმა რამდენიმე ათეული დრონით დაბომბეს მოსკოვი, ამ ჯოჯოხეთური სახელმწიფოს დედაქალაქი. უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ, უჩვენოდაც გადაამტვრევენ ცოტა ხანში ხერხემალში და ჩვენ სად ვიქნებით მაშინ, აი, ეს მაინტერესებს. ან უკრაინულებს ან დანარჩენ მსოფლიოს თვალი როგორ უნდა გავუსწოროთ, - ამის შესახებ დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ელისაშვილმა სხდომაზე უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილს მიმართა. 

„როგორ შეწყდა ის ფრენები, აბა, კარგად გავიხსენოთ, ნახირივით რომ გამოყარეს ჩვენი ხალხი, საქონლის გადასატან თვითმფრინავში რომ შეყარეს, მაშინაც ვაპროტესტებდი ბატონო ანრი. მაშინაც  ვაპროტესტებდი სააკაშვილმა ომიდან რამდენიმე თვეში რომ მოუხსნა სავიზო რეჟიმი. რამდენ ხანს უნდა ილაპარაკოთ სააკაშვილზე. 11 წელია ხელისუფლებაში ხართ. ახლა, ამ ფონზე, თვითონ რუსებს მაინც ადევნეთ თვალი, რას ლაპარაკობენ. იძირება რუსეთის საქმე, უკან-უკან მიდის. მანამდე კრემლს მოარტყეს დრონი, ახლა ორგანიზებულად დაბომბეს მოსკოვი. მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ?" - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics