20:18 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 14:26:46, 944 ნახვა

პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს

ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს,- ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს.

აუსტრევიჩუსის თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა აგრესორი რუსეთის რუპორი გახდა. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს! საქართველოს დღევანდელი მთავრობა აგრესორი რუსეთის რუპორი გახდა. დასავლეთმა ხელახლა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ",- წერს აუსტრევიჩუსი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო. 

ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics