|
2023-05-30 14:21:27, 956 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას ბრატისლავაში გლობსეკის ფორუმის ფარგლებში შეხვდა
ბრატისლავაში მიმდინარე გლობსეკის ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკ კოლეგას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ მარტინ სკლენარს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სლოვაკეთის მთავრობას მუდმივი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღინიშნა სლოვაკი ექსპერტების ჩართულობა და ფინანსური მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ერთ-ერთი ლიდერი პროექტის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმატებით იმპლემენტაციასა და ფუნქციონირებაში. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. „საუბარი შეეხო საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში გაფორმებულ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის მიმართულებებს, რომელიც ორივე ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარებაზე, წვრთნასა და გამოცდილების გაზიარებაზეა ორიენტირებული. ჯუანშერ ბურჭულაძე ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წევრია. გლობსეკის კონფერენციაზე შეკრებილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, მთავრობის მეთაურები, საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები, პარლამენტარები და ექსპერტები თანამედროვე გამოწვევებზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენასა და ევროპის მომავალზე მსჯელობენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)