|
2023-05-30 14:10:03, 770 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე - ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად
ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიდგომა განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისი თქმით, "რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დავსჯიდით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას, ჩვენი ეკონომიკა პირველივე წელს დაკარგავდა მინიმუმ 10%-ს". „რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ აღნიშნა, 200- 300 მილიონად ყიდით ღირსებასო? ასეთი კითხვა დაისვა. პირველ რიგში - ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად, ამას ხაზი უნდა გაესვას, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიდგომა განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან და მეორე - როცა საუბარია ციფრებზე, აქ არ არის საუბარი 200- 300 მილიონზე, საუბარია ბევრად უფრო მეტზე. მინდა შეგახსენოთ ეკონომისტების დათვლები. რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დავსჯიდით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას. ეკონომიკის ვარდნა გვექნებოდა მინიმუმ 10%-იანი და პესიმისტური სცენარის პირობებში, შეიძლებოდა ყოფილიყო მინუს 18 %, რაც თანხებში ნიშნავს შემდეგს - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2,5 მილიარდი დოლარიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე დაკარგავდა. საუბარია ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფულ შედეგებზე. რუსეთის ფედერაციისთვის ნულოვანი იქნებოდა ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანი, მაგრამ ჩვენთვის ეკონომიკური ზიანი იქნებოდა უმძიმესი. კითხვა უნდა დაისვას, ვინ დაგვიკომპენსირებდა ამ თანხას, თუნდაც 2,5 მილიარდ დოლარს?! მაშინ როდესაც ევროკავშირი, ამერიკის წლიური დაფინანსება მთლიანობაში რომ ავიღოთ, სულ არის დაახლოებით 200 მილიონი დოლარი, თან ეს არ არის მთლიანად დახმარება, აქედან უდიდესი ნაწილი ხმარდება ენჯეოების დაფინანსებას, რასაც წვლილი არ შეაქვს ეკონომიკაში, დიდი ნაწილი ბრუნდება უკან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს თანხა ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააკომპენსირებდა იმ დანაკლისს, რაზეც გვაქვს საუბარი - 2,5 მილიარდ დოლარზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)