10:09 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 23:59:52, 1624 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - რუსეთს მოლაპარაკების სურვილი არ ექნება იქამდე, სანამ უკრაინაში ომის მოგებას ჯერ კიდევ ცდილობს

რუსეთს მოლაპარაკების სურვილი არ ექნება იქამდე, სანამ უკრაინაში ომის მოგებას ჯერ კიდევ ცდილობს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელი აღნიშნავს, რუსეთმა არაერთხელ მიანიშნა, რომ არ შეწყვეტს კამპანიას იქამდე, სანამ თავის სამხედრო მიზნებს არ მიაღწევს.

„ორივე მხარეს ჯარების კონცენტრაციას ვხედავ. რუსეთის მხრიდან ვხედავ აშკარა სურვილს, შეეცადოს მოიგოს ომი. რუსეთი არ წავა მოლაპარაკებაზე მანამ, სანამ არ შეეცდება ომის მოგებას“, - განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics