21:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 18:29:34, 927 ნახვა

პოლიტიკა
სამხარაძე EU-ის ელჩების დემარშზე - ევროკავშირი პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს

საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხებს რუსების ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი,  - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთთან აღდგენილი ფრენების შესახებ ევროკავშირის ელჩების დემარშს.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საინტერესოა კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ არის ყველა რუსული ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ დასანქცირებული.

"ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებისთვის , კერძოდ ვიცე-პრემიერისთვის, რომ აუხსნას ევროკავშირის ელჩებს იმ  პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველო ატარებს  და ატარებდა აქამდე და ასევე იმ გადაწყვეტილების შესახებ და იმ გადაწყვეტილების  ლოგიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში, პასუხებს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი. რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანიაა დასანქცირებული და ალბათ ამ კითხვასაც დასვამს ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი და საინტერესო იქნება პასუხები, რომელსაც ევროკავშირის ელჩები გასცემენ", - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics