|
2023-05-29 17:23:08, 1022 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახალ არჩევას, შემდგომ თანამშრომლობას მოუთმენლად ველი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან, რომლებსაც მტკიცე ურთიერთობები აკავშირებთ. "ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახალ არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან, რომლებსაც მტკიცე ურთიერთობები აკავშირებთ და რომელიც აგრძელებს განვითარებას. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად", - წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ, 28 მაისს გაიმართა, რომელშიც თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მეორე არჩევნების ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)