14:20 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 16:21:42, 1421 ნახვა

პოლიტიკა
გაგლოევი - ვიმედოვნებ, რომ მალე მოვა დრო, როცა „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის შემადგენლობაში შევა

ვიმედოვნებ, რომ მალე მოვა დრო, როცა "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის შემადგენლობაში შევა,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხდა.

გაგლოევის თქმით, "სამხრეთ ოსეთს" მკაფიოდ აქვს განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ის, რომ მისი მისი მთავარი მოკავშირე რუსეთია.

"სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი მეგობრებისთვის დადგა ისტორიული მომენტი, რომ ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. მე ვიმედოვნებ, რომ არ არის შორს ის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი მოვა",- განაცხადა გაგლოევმა.
 
გაგლოევის თქმითვე, "რესპუბლიკამ" დაამყარა კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, რომელიც „გააზრებულად განიხილავს ყველა პრობლემას და მზადაა, საჭირო დახმარება გაუწიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics