|
2023-05-29 15:12:12, 949 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პრეზიდენტი საუბრობს, არ მოქმედებს - თუ მოქმედება უნდა, სააკაშვილი და გვარამია გაათავისუფლოს
პრეზიდენტი საუბრობს, არ მოქმედებს. თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა გვარამია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი და "ქართული ოცნება" ერთმანეთს ეჯიბრება, "ბიძინა ივანიშვილის კარზე ვინ უკეთესი მოურავი იქნება". "პრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება, ბიძინა ივანიშვილის უკეთესი მოურავი რომელი იქნება. ჩემთვის, უკაცრავად, მაგრამ არანაირი სხვაობა არ არის სალომე ზურაბიშვილსა და რუსულ პარტიას შორის. ერთია, რომ [პრეზიდენტი] საუბრობს, არ მოქმედებს. თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. წინააღმდეგ შემთხვევვაში, ორ რუსულ ძალას შორის არის შიდა დაპირისპირება იმიტომ, რომ მათ შორის საუბრის გარდა, არაფერი სხვაობა არ არის, ქმედებებით აბსოლუტურად იდენტური არიან. ამიტომ, როცა ბიძინა ივანიშვილის კარზე ერთმანეთს რაღაცაში ეჯიბრებიან ეს ნაკლებად საინტერესოა საზოგადოებისთვის",- განაცხადა ხაბეიშვილმა ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, სადაც ამ წუთებში ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)