|
2023-05-29 14:18:04, 810 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის განკუთვნილი სტიკერები და QR კოდები რამდენიმე ტაქსის მძღოლს პირადად გადასცა
უკვე რამდენიმე დღეა, თბილისის მერიის სერვის ცენტრებში A კატეგორიის ტაქსებისთვის საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის განკუთვნილი სტიკერებისა და საბანკო გადახდებისთვის განკუთვნილი QR კოდების გაცემა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მაიდენტიფიცირებელ სტიკერს მხოლოდ ის თეთრი ტაქსები მიიღებენ, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, ხოლო QR კოდის მიღება ამავე კატეგორიის ტაქსის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია. სტიკერები და QR კოდები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს რამდენიმე ტაქსის მძღოლს პირადად გადასცა და მედიას აღნიშნული სიახლის მიზანი კიდევ ერთხელ განუმარტა. „22 მაისიდან დავიწყეთ 10 წლამდე ასაკის ტაქსებისთვის ახალი სტიკერების გაცემა. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საავტობუსო ზოლში იარონ პირველი ივნისიდან, შესაბამისად, ეს სტიკერი იქნება მანიშნობელი იმ ადამიანებისთვის, ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით. ეს სტიკერი იქნება საქარე მინის მარჯვენა, ზედა მხარეს დაკრული. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ წავახალისოთ ტაქსის მძღოლები, რათა განაახლონ თავიანთი ავტომობილები. გარდა ამისა, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვთ, ეძლევათ შესაძლებლობა, რომ უსასყიდლოდ გადაეცეთ QR კოდები. ეს ნებაყოფლობითია. QR კოდები მიბმული იქნება ნებისმიერ ანგარიშზე, შეიძლება ეს იყოს საკუთარი, მეუღლის, შვილის და ა.შ. ძალიან მარტივად ხდება გადახდა და მაშინვე აღირიცხება ეს თანხა. ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია ტაქსის მძღოლს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა არაუმეტეს 10 წლის ასაკის ტაქსის მძღოლებს, მივიდნენ მუნიციპალურ სერვის ცენტრებში და აიღონ შესაბამისი სტიკერი.
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)