|
2023-05-28 23:14:41, 1005 ნახვა
მსოფლიო
კილიჩდაროღლუმ არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო უწოდა
თურქეთის ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ კილიჩდაროღლუმ ბოლო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო არჩევნები უწოდა. არჩევნების შედეგების შემდეგ პირველ გამოსვლაში კანდიდატმა ხმების დათვლას უსამართლო უწოდა და განაცხადა, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მან თავის მხარდამჭერებს იგივესკენ მოუწოდა: „მინდა, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომელთაგან 25 მილიონზე მეტმა მომცა ხმა, დარჩეს ძლიერები. ჩვენი მსვლელობა გრძელდება, ჩვენ აქ ვართ“. კილიჩდაროღლუმ დასძინა, რომ ამ არჩევნებმა აჩვენა ხალხის სურვილი შეცვალონ ავტორიტარული ხელისუფლება. ამასობაში ერდოღანის მილოცვას ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო შეუერთდნენ. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების წინასწარი დათვლა მიმდინარეობს. ახლა დათვლილია ბიულეტენების 98%-ზე მეტი. თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო ხმების 52,11%, ხოლო მისმა ოპონენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ 47,89% მიიღო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს მიერ გამოქვეყნებული ხმების წინასწარი დათვლის შედეგების მიხედვით. შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52%, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%, ხოლო სინან ოღანმა 5.17% მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე გასულმა სინან ოღანმა რამდენიმე დღის წინ მეორე ტურში მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს გამოუცხადა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)