|
2023-05-28 14:00:12, 1030 ნახვა
მსოფლიო
„ჩვენს სამშობლოს გამარჯვებას ვუსურვებ“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი საარჩევნო უბანზე მივიდა
თურქეთის რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. "ანადოლუს" ცნობით, ერდოღანი სტამბულში, უსკუდარის რაიონში გახსნილ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ემინე ერდოღანთან ერთად იმყოფებოდა. "ჩვენს სამშობლოს სიმშვიდესა და გამარჯვებას ვუსურვებ. ვლოცულობთ, რომ ყველაფერი წყნარად და წარმატებულად ჩატარდეს. ეს ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, თურქეთში, დღეს, 28 მაისს რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ უპირისპირდებიან. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52%, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%, ხოლო სინან ოღანმა 5.17% მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე გასულმა სინან ოღანმა რამდენიმე დღის წინ მეორე ტურში მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს გამოუცხადა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)