|
2023-05-27 18:31:12, 864 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია იმართება
"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრები, ჟურნალისტები და აქტივისტები მთავარი არხის დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. მსვლელობა მთავარი არხის ოფისიდან დაიწყო და აქტივისტები ორბელიანების სასახლესთან მივლენ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს ნიკა გვარამია. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში ვიზიტამდე შეახსენებენ, რომ მედია მენეჯერის პოლიტიკური პატიმრობა ერთ ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის აქციას პუშკინის სკვერიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე მსვლელობით უერთდება. "მე აქ ვარ, როგორც ადამიანი, ვინც ვალშია ნიკა გვარამიასთან. როცა მე ვიყავი, იქ სადაც, ჩემის აზრით არ უნდა ვყოფილიყავი და ნიკა იყო თავისუფალი, ყველაფერს აკეთებდა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იყო, რომ იქიდან სწრაფად გამოვსულიყავი. ამიტომ, ჩემი ვალდებულებაა, როგორც მოქალაქის, რომ ყველაფერი ვქნა რომ ნიკა გვარამია ძალიან სწრაფად გამოვიდეს", - თქვა ნიკა მელიამ. სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. სწორედ ბრიუსელში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები პრეზიდენტს ამ აქციით ახსენებენ ევროპის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას - არ ჰყავდეს ქვეყანას პოლიტიკური პატიმარი და კრიტიკული მედიის მენეჯერი ტყვეობაში. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ის პროევროპული პოზიცია, რაც მის განცხადებებში ისმის, საქმითაც გაამყაროს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)