22:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-27 16:26:03, 789 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მომავალი თაობა არ იყოს იმავე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ 90-იან წლებში გამოვიარეთ

ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება, მიხეთქებოდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იმავე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც, -  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით დიასპორასთან, ვინაიდან მედია ხანდახან არ იძლევა ყველა ინფორმაციის ბოლომდე მიტანის შესაძლებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბარი გამართულ ფორუმზეც იყოს.

„ჩვენ, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, ვართ 90-იანების თაობა, ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება, მიხეთქებოდა. რთულია, ამ გადასახედიდან თქვა, რისი არიდება შეიძლებოდა, რისი არიდება ვერ მოხდებოდა, რთულია, ეს ყველაფერი შეაფასო, მაგრამ ერთი რამ არის, ჩვენ, იმ თაობას, რომელსაც გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები და ის პერიოდი, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, როდესაც შემდეგ იყო როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თუ სამხედრო ხასიათის დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გამოვიარეთ მაშინ, როგორც ბავშვებმა თუ ახალგაზრდებმა, ყველაფერი ეს ვიწვნიეთ. ერთი რამ ნამდვილად ვიცით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იმავე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით დიასპორასთან, ვინაიდან კომუნიკაციის საშუალებები, მედია ხანდახან არ იძლევა ყველა ინფორმაციის ბოლომდე მიტანის შესაძლებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბარიც იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics