11:18 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-27 15:09:20, 1609 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთის მოთხოვნები ხელმძღვანელობის ქმედუუნარობას ადასტურებს, მხოლოდ უკრაინის პირობებია რეალისტური

რუსეთის მოთხოვნები რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჟღერა, ადასტურებს რუსეთის ხელმძღვანელობის იურიდიულ და ფაქტობრივ ქმედუუნარობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ომის დასასრულებლად მხოლოდ უკრაინის პირობებია რეალისტური.

პოდოლიაკის თქმით უკრაინის პირობებია შემდეგია : 

  • უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან ყველა ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანა;
  • საბოლოო აღიარება იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აქვთ სუვერენიტეტის სრული მასშტაბები;
  • ომის დამნაშავეების და ომის ავტორების ექსტრადიცია;
  • რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დემილიტარიზაციის ზონის (ბუფერული ზონის) კონსოლიდაცია;
  • შეტევითი იარაღის შემცირება (შორი დისტანციის რაკეტები);
  • საერთაშორისო კონფერენცია რუსეთის ფედერაციის ბირთვულ არსენალზე კონტროლის ორგანიზების შესახებ;
  • რეპარაციების გადახდის კანონიერად ფიქსირებული პროგრამა, მათ შორის უკრაინის სასარგებლოდ სხვა ქვეყნებში ჩამორთმეული რუსული აქტივების ნებაყოფლობითი დათმობა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა უკრაინასთან ომის დასრულების ექვსი პირობა დაასახელა. ერთ-ერთი მათგანია, რომ უკრაინამ უნდა "შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დანებდეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics