|
2023-05-27 14:08:03, 773 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიება სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა, მმართველი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობასა და პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის გამოყოფილი ადგილი არ შეესაბამებოდა პრტოკოლით გათვალისწინებულ სტანდარტს, ამასთან ერთად ზურაბიშვილი შეეხო 26 მაისს, თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და განმარტა, რომ პროტოკოლი იქაც დაირღვა და განაცხადა, რომ "არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერ-მინისტრს მიესალმოს და შემდეგ პრეზიდენტს". პრეზიდენტის განცხადებებს პროტოკოლის დარღვევასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მთავრობას ჰყავს პროტოკოლის სამსახურის ძალიან კვალიფიციური უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია მინდა მას მადლობა გადავუხადო და ასევე ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)