22:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-27 13:49:28, 693 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი პუტინის განცხადებაზე - ჩვენ სავიზო შეზღუდვების მოხსნაში მონაწილეობა არ მიგვიღია

ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა.

მისივე თქმით, ხელისუფლება რჩება იგივე ფორმატში და ადასტურებს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის.

"ჩვენ ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ეს არაერთხელ ვთქვით, ყველა დონეზე იქნა ამის შესახებ კომენტარი გაკეთებული.

ჩვენ ვრჩებით ჩვენი განცხადებების ფორმატში, ჩვენი განცხადებების მთავარი ლაიტმოტივი რაც იყო მაშინ, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია და ახლაც იმავეს გიდასტურებთ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა, რის შემდეგაც საზოგადოებისგან მადლობას მოელოდა, მაგრამ გაუგებარი უკმაყოფილება მოჰყვა გადაწყვეტილებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics