22:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 18:08:47, 915 ნახვა

პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სალომე ზურაბიშვილს წერილი გაუგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილი გაუგზავნა.

როგორც ალიევის წერს, დღეს საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ განავითაროს და გაამდიდროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება რეგიონის კეთილდღეობას და აამაღლებს პარტნიორობას.

"ძვირფასო პრეზიდენტო, 

ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულ ხალხს 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღეს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. 

აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც ჩვენი ხალხის ნებისგან გამომდინარეობს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მეგობრობით, კეთილმეზობლობითა და ჰარმონიით ცხოვრობდნენ, სასიამოვნოა. საერთო მხარდაჭერა და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, საერთო ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები არის მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ალიანსს.

დღეს გვაქვს კარგი შესაძლებლობები რომ განვავითაროთ და გავამდიდროთ ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის კეთილდღეობას და აამაღლებს ჩვენს პარტნიორობას უფრო მაღალ დონეზე. 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ტრადიციულად მეგობრული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებას, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას, როგორც ორმხრივად, ისე მრავალმხრივად.

თქვენთვის ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას.

პატივისცემით, ილჰამ ალიევი," - წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics