|
2023-05-26 11:45:46, 847 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი სახელმწიფო კეთილდღეობის ევროპული დონით
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც კობახიძის მისალოც წერილშია ნათქვამი, "დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ბრძოლა და შრომა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის". "გილოცავთ 26 მაისს! გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს! დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ბრძოლა და შრომა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. ბრძოლასთან და შრომასთან ერთად, გვჭირდება გონიერება, რათა არ გავიმეოროთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არაერთგზის დაშვებული შეცდომები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის განვითარება მრავალი წლით დახია უკან. ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტი ვერ იქნება სრულფასოვანი, ვიდრე ის სრულად მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 80 პროცენტზე ვრცელდება. მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, აფხაზებისა და ოსების დაბრუნება არის ის, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სრულქმნის. საქართველოს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ ამ ოცნების ახდენას! მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი სახელმწიფო კეთილდღეობის ევროპული დონით. თავისი უნიკალური კულტურით, მყარი ფასეულობებით და დამოუკიდებლობისთვის გმირული ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, საქართველო მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს!"- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)