15:31 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 10:28:57, 1108 ნახვა

საზოგადოება
26 მაისთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ვაშინგტონის ხიდი, ევროპის საბჭოს შენობა, სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი, სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს შენობა, ირლანდიაში დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett-ის ხიდი, ბაქოში „ჰეიდარ ალიევის ცენტრი" და ა.შ. 

საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, 11:00 საათზე მთავარი სამხედრო ღონისძიებით - უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყება. ​ფიცის დადების ცერემონია თბილისთან ერთად, 10 რეგიონში გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics