|
2023-05-26 09:13:11, 1780 ნახვა
საზოგადოება
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, 11:00 საათზე მთავარი სამხედრო ღონისძიებით - უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყება. ფიცის დადების ცერემონია თბილისთან ერთად, 10 რეგიონში გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა 105 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში გამოაცხადა. კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, სხდომა 4 საათსა და 50 წუთზე გაიხსნა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ ერთხმად დაამტკიცა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის შემდეგ შეწყვიტა. უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა. არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, პარტიამ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" გაიმარჯვა. 1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი კითხვით: "თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?" რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა მიიღო, რომელთაგან 98.9%-მა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)