|
2023-05-25 22:36:08, 981 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გავწყვიტოთ
რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მიმაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ოკუპანტი ქვეყანაა - ორი აზრი არ არსებობს ამაში, მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩვენ გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსკოვში მისი ვიზიტი და წირვაში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს, რომ ის რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას იზიარებს. "რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მიმაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ოკუპანტი ქვეყანაა - ორი აზრი არ არსებობს ამაში. მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩვენ გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამიტომ, მე მონაწილეობას ვიღებდი წირვაში და მე რუსეთის პატრიარქს მივულოცე ანგელოზის დღე და რა სიტყვები ვუთხარი, როგორ ვისაუბრეთ, თუ მქონდა მასთან ეს პირადი საუბარი - ეს შემიძლია, მოგიყვეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ფორმატში არა. მე შემიძლია გითხრათ ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ჩემი მონაწილეობა წირვაში არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მე რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას ვეთანხმები. ამასთან არაფერი საერთო არ მაქვს საერთოდ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს რუსეთში იმყოფებოდა.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)