14:43 - 06 Nov, 2026
|
2023-05-25 22:29:03, 931 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ ვეტერანთა კავშირი აფხაზეთის მარიონეტი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება „აიააირა“ („გამარჯვება“) თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვს. ტელეგრამის არხების ცნობით, კავშირის დელეგაციამ აფხაზეთის გმირის ვიანორ აშბას ხელმძღვანელობით უხუცესთა საბჭოს შეხვედრა გამართა. შეხვედრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ უხუცესთა საბჭო დათანხმდა ასლან ბჟანიასთვის გაერთიანების აიააირას ულტიმატუმის გადაცემაზე. აღსანიშნავია, რომ 30 მაისს სოხუმში ოპოზიციის „სახალხო აქცია“ გაიმართება. აქციის გამართვის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)