|
2023-05-25 14:37:50, 616 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ივნისში ევროკომისიის 12 პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ივნისში ევროკომისიის 12 პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ოპოზიცია ამ პროცესს მხოლოდ ხელს უშლის. „ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება. ივნისში აღნიშნული გზამკვლევი სრულად დაიხურება და 12-ვე პუნქტი შესრულდება. ოპოზიციას ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ყველა უნდა ვიყოთ მოწადინებულები, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, მაგრამ კონკრეტული პარტიები ყველაფერს აკეთებენ ხელის შესაშლელად. ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესის დროსაც ყველაფერს აკეთებდნენ, როგორმე ხელი შეეშალათ. იგივე ხდება დღესაც. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ევროკავშირზეა დამოკიდებული. მათი გადასაწყვეტია მისცემს თუ არა საქართველოს სტატუსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)