14:48 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 13:31:19, 1113 ნახვა

პოლიტიკა
მორგოშია - წელს უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია

წელს უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია,- ასე ეხმაურება "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც წელს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები არ გამოფინა.

როგორც მორგოშია სოციალურ ქსელში წერს, "რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა".

"რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა, მაგრამ წელს უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დიდება უფალს. გაუმარჯოს საქართველოს",- წერს მორგოშია. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლისგან განსხვავებით წელს საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად ევროკავშირის დროშა აღარ გამოიყენეს.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელის, თათა სვანიძის განმარტებით, წელს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თემატიკა, „თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულია“, შესაბამისად 26 მაისი ეროვნული სიმბოლიკით აღინიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ენმ ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალოთ
GM PHARMA-მ საერთაშორისო GMP აუდიტი წარმატებით გაიარა
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics