|
2023-05-25 13:25:37, 939 ნახვა
საზოგადოება
ხაბეიშვილი - მივმართეთ ოფიციალური წერილით სემეკ-ს - ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და ელექტროენერგიის გაიაფებას
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სემეკ-ს რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მოთხოვნით ოფიციალური წერილით მიმართა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ელექტროენერგიის შემთხვევაში, მინიმუმ 4, ხოლო გაზის შემთხვევაში, 6-7 თეთრის დაკლებაა შესაძლებელი. „ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოვითხოვეთ, დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზსა და წყალზე, რადგან როცა მოუმატეს მოსახლეობას ელექტროენერგიის, გაზის გადასახადი, მაშინ აუწყეს, რომ დოლარის კურსის გამო მოიმატა ტარიფმა. როგორც კი ლარმა გამყარება დაიწყო, ეს არ შეეტყო არავის. მოსახლეობას ჭირის დღესავით სძულს ქვითრის მოსვლა, რადგან ამ ქვითრის გადახდა ძალიან უჭირს და აქ დაფაზე წარმოდგენილია ის სქემა და მილიონები, რამდენ მილიონსაც დოლარის კურსის ცვლილებით იგებს „რუსული ოცნება“ და უჩა მამაცაშვილი. გუშინ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ ტარიფების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ არ ამცირებენ, რადგან არ იციან, როგორ გაგრძელდება სიტუაცია ქვეყანაში და დოლარის კურსი რა მდგომარეობაში იქნება. თუ მოიმატებს, ისევ მოგვიწევს გაზრდაო და ახლა რომ დაუკლონ მოსახლეობას, ამით რა დაშავდება? ვსაუბრობ ელექტროენერგიაზე და გაზზე, ელექტროენერგიის შემთხვევაში, მინიმუმ 4 თეთრის დაკლებას და გაზის შემთხვევაში, საუბარია 6-7 თეთრის დაკლებაზე. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე მივმართეთ დღეს დილით ოფიციალური წერილით სემეკ-ს. ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას და დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, ჩვენი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაიაფებას... ჩვენ ვითხოვთ სემეკ-ისგან სასწრაფო სხდომის ჩატარებას და გუშინ რომ დაადასტურა დავით ნარმანიამ ეს შესაძლებელია, ოფიციალურად მოახდინონ ტარიფების კლება ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)