|
2023-05-25 11:07:40, 1035 ნახვა
საზოგადოება
გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი და გაემგზავრე აშშ-ში სასწავლებლად
„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ მოტივირებულ, ნიჭიერ და აქტიურ ახალგაზრდას, რომელმაც ბაკალავრის საფეხურზე სწავლა დაასრულა, აქვს შესაძლებლობა, შეავსოს განაცხადი, გაიმარჯვოს და გაემგზავროს ამერიკაში მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს პროგრამისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ. აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 აგვისტო. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, აშშ-ში უკვე 8 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გაემგზავრა განათლების მისაღებად, წელს კი მათ რიცხვს 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულებიც შეემატებიან. „საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან პარტნიორობით, 2014 წლიდან ვახორციელებთ Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც, ქართველ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი უნარები და განვითარდნენ. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, უკვე რვა ქართველი სტუდენტი გაემგზავრა ამერიკაში სასწავლებლად მომავლის პროფესიების, ბიზნესის ადმინისტრირების და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებით. პროგრამის მიმართ დაინტერესება მუდმივად იზრდება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და აქტიურად გავაგრძელოთ ახალი ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე. ინფორმაციისთვის, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას აშშ-ს საელჩო უწევს. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა აშშ-ში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე, მათ შორის, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, სურს. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. „საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ახალგაზრდებს განათლების და განვითარების შესაძლებლობას აძლევს, სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაცია 35-ზე მეტი მსხვილი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. „საქართველოს ბანკის“ ინიციატივებში ჩართული მოსწავლეების, სტუდენტების და ახალგაზრდების რაოდენობა კი 100 000-ს აჭარბებს.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)