|
2023-05-24 23:43:41, 994 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით, ბანერები თემატიკის მიხედვით იდგმებ
პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით საქართველოს დღესთან დაკავშირებით - ამის შესახებ „იმედი LIVE”-ში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმს განაცხადა. მისი თქმით, ყოველ წელს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული. „ძალიან უცნაური მორიგი კამპანია წამოიწყეს სოციალურ ქსელებში. არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით საქართველოს დღესთან დაკავშირებით რომ იყოს პარლამენტის შენობაზე. პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის. რაც შეეხება იმას, რომ დღეს თბილისი საქართველოს დროშის ფერებშია გაფორმებული და საქართველოს დღის საზეიმოდ ვემზადებით, მე მხოლოდ მახარებს, რატომ წყინთ, არ ვიცი. ყოველ წელიწადს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული, ასე მახსოვს მე, ასე ახსოვს ალბათ საზოგადოებას და ამაში მე ვერაფერს ვერ ვხედავ, თუკი საქართველოს დღეს საქართველოს ფერებში ვიზეიმებთ და ასე აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)