18:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 22:30:04, 1094 ნახვა

მსოფლიო
ორბანმა განაცხადა რომ უნგრეთის განზრახვა აქვს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აპირებს შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ გაზზე, იუწყება Bloomberg. ყატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე მან თქვა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყატართან გაზის მიწოდებაზე.

ორბანმა დააზუსტა, რომ ახლა უნგრეთი რუსეთიდან გაზის დაახლოებით ნახევარს მილსადენებით იღებს. ამ მიწოდებებზე გაფორმებულია გრძელვადიანი კონტრაქტები. თუმცა ქვეყანა სხვა პარტნიორებსაც ეძებს. მან ხაზი გაუსვა ყატარის მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.

„კატარის მარაგების გარეშე, გასულ ზამთარს უბედურებაში ვიქნებოდით“, - თქვა ორბანმა. მისი თქმით, ყატარიდან უნგრეთში გაზის მიწოდება შესაძლოა 2026 წლისთვის დაიწყოს.

ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი აპირებს განავითაროს თანამშრომლობა ყატართან სხვა სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, IT ინდუსტრია და უსაფრთხოების საკითხებში.

უნგრეთი ერთ-ერთი უკანასკნელი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც კონტაქტები შეინარჩუნა მოსკოვთან და მის მოკავშირეებთან. 11 აპრილს მან გაახანგრძლივა შეთანხმება მოსკოვთან თურქული ნაკადის მეშვეობით გაზის დამატებითი მიწოდების შესახებ.

ბუდაპეშტს ევროკავშირის სხვა ქვეყნები ადანაშაულებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის მცდელობაში და მოსკოვის თანაგრძნობაში. ორბანის მთავრობა აცხადებს, რომ მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics