23:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 18:50:49, 742 ნახვა

პოლიტიკა
გაბუნია - არსებითად მნიშვნელოვანია, ინვესტიციების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში

საყოველთაო ჯანდაცვა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების განხორციელებას ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, ასევე - მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო 76-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდნენ „უნივერსალური ჯანდაცვა 2023-ის“ გარშემო გაერთიანებული ქვეყნების წარმომადგენლები და პლატფორმის მთავარ მიზანზე - ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათი განცხადებით, ჯანმრთელობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებმა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო დონეზე პარტნიორობითა და კოლაბორაციით, ქვეყნებს, უფრო ეფექტურად მოქმედების საშუალება ექნებათ.

საქართველო, ასამბლეის ფარგლებში გამართული ამ შეხვედრის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იყო. თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას, საყოველთაო პროგრამის წარმატებაზე ისაუბრა.  ასევე, ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დოკუმენტის საბოლოო მიზანია, ჯანდაცვის მაქსიმალურად ეფექტური სისტემის შექმნა. ასევე - ქვეყანაში, შესაბამისი სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. როგორც თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ადამიანის ფუნდამენტური - ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფის გარეშე, ქვეყნისთვის, მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევა შეუძლებელია, შესაბამისად, საქართველო, ამ მიმართულებით, რეფორმებს აქტიურად ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics