|
2023-05-24 15:55:17, 1109 ნახვა
საზოგადოება
TI - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრებს სანქცირებულ მოსამართლეებთან აქვთ კავშირი
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეულ 3 არამოსამართლე წევრს აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან აქვთ კავშირები. აღნიშნულის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" (TI) ავრცელებს. TI-ის ცნობით, ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის გასაუბრებებმა აჩვენა, რომ ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს და მათი საბჭოში არჩევა კიდევ უფრო მეტად გაამყარებს კლანის პოზიციებს და ხელს არ შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, რაც აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. "ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის გასაუბრებებმა აჩვენა, რომ ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს. გარდა ამისა, მათი ბიორგაფიების შესწავლის შედეგად გამოვლინდა მათი კავშირები აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან. შესაბამისად, მათი საბჭოში არჩევა კიდევ უფრო მეტად გაამყარებს კლანის პოზიციებს და ხელს არ შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, რაც აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მმართველი პარტია განაგრძობს სასამართლო კლანის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათი ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ საბჭოს ახალ წევრებს ოპოზიციის ზოგიერთი დეპუტატის მხარდაჭერაც ჰქონდათ. ვინ არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრები: 1. ზურაბ გურასპანიშვილი საბჭოს წევრობამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, რომელიც საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატად ორმა ორგანიზაციამ დაასახელა, კერძოდ, ააიპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ და ააიპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდმა. საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. კავშირები გავლენიან და სანქცირებულ მოსამართლეებთან:
2006-2010 წლებში ზურაბ გურასპაშვილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში იყო პროკურორი. ზუსტად ამ პერიოდში ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში მუშაობდა ე.წ. კლანის ერთ-ერთი წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე;
ზურაბ გურასპაშვილის და მისი მეუღლის სოციალური ქსელის Facebook-ის მონიტორინგიდან გამოიკვეთა, რომ მათ კავშირი აქვთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სანქცირებულ მოსამართლე ირაკლი შენგელიასთან და მის მეუღლესთან ლანა თევზაძესთან. საგულისხმოა, რომ ლანა თევზაძე თავის მხრივ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ლევან თევზაძის დაა. გარდა ამისა, ზურაბ გურასპაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე თამარ ბლიაძე 2022 წლის მაისამდე თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის - სხდომის მდივანი იყო, 2022 წლის მაისიდან კი იგი მოსამართლის თანაშემწედ დაწინაურდა; თამარ ბლიაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობა 2017 წელს, კურიერის პოზიციიდან დაიწყო, ხოლო სხდომის მდივანი 2019 წელს გახდა. ზურაბ გურასპაშვილს პარლამენტში საჯარო გასაუბრებისას არ უსაუბრია სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ გამოწვევებზე:
2. გიორგი გზობავა საბჭოს წევრობამდე იყო ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი გიორგი გზობავას კანდიდატურა პარლამენტს აიიპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წარუდგინა.
ახალგაზრდა ადვოკატებს პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა. კანონმდებლობის თანახმად, ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში.[1] გიორგი გზობავას წარდგინების დოკუმენტაციაში, ახალგაზრდა ადვოკატების მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დასადასტურებლად წარმოდგენილია გადაწყვეტილებები, სადაც ორგანიზაცია ახორციელებს არა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არამედ თავად წარმოადგენს მხარეს სასამართლოში. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც, პარლამენტში წარდგენილი და ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება არ ჰქონდა, პარლამენტის მიერ საბჭოს წევრად გიორგი გზობავას არჩევა კანონის ცალსახა დარღვევაა. გიორგი გზობავას პარლამენტში საჯარო გასაუბრებისას არ უსაუბრია სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ გამოწვევებზე:
3. ტრისტან ბენაშვილი საბჭოს წევრობამდე მუშაობდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. ტრისტან ბენაშვილის კანდიდატურა პარლამენტს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ წარუდგინა. კავშირები გავლენიან და სანქცირებულ მოსამართლეებთან:
ტრისტან ბენაშვილი 1999-2004 წლებში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან და ლევან მურუსიძესთან ერთად მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში. გასაუბრებისას ბენაშვილი კრიტიკული არ ყოფილა სასამართლო სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობის მიმართ:
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)