|
2023-05-24 15:21:59, 972 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო ღარიბაშვილს - ირაკლი, თქვენ საქართველოს რუსეთისკენ მიათრევთ - ჩვენ ვიბრძვით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კატარში უბრალოდ ამაზრზენი განცხადება გააკეთა,- ასე აფასებს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. გონჩარენკოს თქმით, ღარიბაშვილი საქართველოს რუსეთის ფედერაციისკენ "მიათრევს". "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში უბრალოდ ამაზრზენი განცხადება გააკეთა. მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ; წუწუნებს, რომ ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობს (თუმცა სინამდვილეში ბრუნვა იკლებს) და ესაა ერთგვარი მიზეზი საქართველოსთვის, რომ გაზარდოს ვაჭრობა რუსეთთან. რა თქმა უნდა, მან "უკრაინელი პოლიტიკოსები" დაადანაშაულა, რომ მათ სურთ "საქართველო კონფლიქტში ჩაითრიონ". ირაკლი, თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, რომ ეს გამოვასწოროთ, თქვენ კი თქვენ ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ მიათრევთ, რომ მან ყველაფერი დაიკავოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვაჭრობას შეეხება - ირაკლი ყიდის თავის თავს რუსეთის საელჩოში და მას სურს, რომ მთელი საქართველო ასე მოიქცეს",- წერს გონჩარენკო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)