15:00 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 15:00:41, 908 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - FH-ის ანგარიშში აღწერილია მძიმე რეალობა, რომლის ცვლილებაც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლითაა შესაძლებელი

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია Freedom House-ის ანგარიშს გამოეხმაურა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ის, რაც რეჟიმის პოლიტიკის შედეგად ქვეყნის შიგნით ხდება, ეტაპობრივად ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებებში აისახება.

ბოკერიას აზრით, ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლა მხოლოდ "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის" ცვლილებითაა შესაძლებელი.

„ბუნებრივია, ეს აისახება ყველგან და პრობლემა ეს კი არ არის, პრობლემა არის ის, რომ ეს არის რეალობა და ამ რეალობის შეცვლა არის შესაძლებელი მხოლოდ ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებით. ერთი მაგალითი არის 27-ში რა აქციაც არის გვარამიასთან დაკავშირებით. ქვეყანაში, სადაც ასეთი უტიფარი ბრალდებით მედია-მენეჯერი შეიძლება იჯდეს  ციხეში, რადგან მისი კომპანიის მანქანა გამოიყენა, არსებულ ვითარებას ბევრი ანალიზი აღარ სჭირდება. 

ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელსაც ზოგჯერ უყვარს ისეთი სიტყვების თქმა, რომელიც ქართული ოცნებისგან განსხვავებით შეიცავს სწორ გზავნილებს - სიტყვები არ საჭიროა, საქმეა საჭირო, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მას აქვს და ქართული ოცნებას ვერ გააჩერებს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა შეწყალების სახით და გვარამიაზეც კი არ იყენებს ამას“, - თქვა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, Freedom House-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
რეჟიმის პატიმარმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics