23:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 14:25:19, 754 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე ღარიბაშვილზე - ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს პრემიერი, ეს იყო პრორუსი ბოტი

ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს პრემიერი, ეს იყო პრორუსი ბოტი, რომელსაც დაუწერეს ეს გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯი,- ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.

ვაშაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას უმძიმესი დარტყმა მიაყენა.

"კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უმძიმესი დარტყმა მიაყენა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას. სამწუხაროდ, იქ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ პუტინის პირადი წარმომადგენელი და ამის რამოდენიმე მაგალითს მე გეტყვით.

პირველი, მან ფაქტობრივად მხარი დაუჭირა რუსულ მოდელს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებების გადაწყვეტის, რომ თითქოს უკრაინამ უნდა დათმოს რაღაც და უკრაინამ თუ უნდა დათმოს, მაშინ საქართველომაც უნდა დათმოს? ანუ ჩვენ უნდა დავთმოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რამე?

მეორე, მან გაიმეორა ერთი-ერთში დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გარეშე საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. ეს არის წლების წინ, რუსი დუგინის მიერ შემუშავებული იდეოლოგია, რომლითაც ისინი წამლავდნენ ხალხს და რომელიც ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს არაფერი ეშველება და ჩვენი ეკონომიკა, როგორც საფრთხე უნდა ვაჩვენოთ საქართველოს მოსახლეობას.

მესამე, ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს პრემიერი, ეს იყო პრორუსი ბოტი, რომელსაც დაუწერეს ეს გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯი. ყველაზე დამღუპველია, რომ ის საუბრობს საქართველოს სახელით.

ჩვენ საქმე გვაქვს საქართველოს გაყიდვასთან და ეროვნული ინტერესების ღალატთან. მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს სახელით გამოვიდა იარკლი ღარიბაშვილი და თავიდან ბოლომდე პუტინის პოზიციებს იცავს ეკონომიკურ კომპონენტში, უკრაინაში ომთან კომპონენტში, სანქციების, პირდაპირ ფრენებთან მიმართებაში და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში. ეს პირდაპირი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის - თავი დაგვანებეთ, ჩვენ გვინდა რუსეთი",- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics