20:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 12:25:25, 715 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და პროკურორების ავტორობით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სახელმძღვანელო გამოიცა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო გენერალური პროკურატურის ორგანიზებით გამოიცა და მის შექმნაზე პროკურორებმა იმუშავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა. სახელმძღვანელოს პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის,

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის, ევროკავშირის და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, სახელმძღვანელოს შექმნა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 „საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სახელმძღვანელოს ანალოგი დღემდე არ არსებობდა და იგი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს გამოძიების განმახორციელებელ სუბიექტებს, განსაკუთრებით ახალბედა გამომძიებლებს და პროკურორებს. აღნიშნული სახელმძღვანელოს დახმარებით, ამ სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ დანაშაულზე სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად ექნებათ ძალიან დეტალური ინსტრუქცია, თუ რა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უნდა ჩატარდეს ამა თუ იმ კატეგორიის დანაშაულთა გამოძიებისას და როგორ, რა გარემოებებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება როგორც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ასევე სხვადასხვა სახის ექსპერტიზების დანიშვნისას" - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. 

უწყების ცნობითვე, ირაკლი შოთაძემ პროკურორებს, რომლებმაც სახელმძღვანელოს შექმნაზე იმუშავეს, გაწეული კვალიფიციური და მაღალპროფესიონალური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, გენერალურმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს, რომლებმაც პროკურატურის სამუშაო ჯგუფს დახმარება გაუწიეს აღნიშნული სახელმძღვანელოს შემუშავებაში.

„როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, წიგნი ეფუძნება როგორც გამოძიების პრაქტიკას, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზს და მასში ძალიან დეტალურად არის აღწერილი 188 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ჩასატარებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ყველა პრაქტიკული ნიუანსი - რა გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეული დანაშაულის გამოძიების დროს და როგორ უნდა იქნეს მოპოვებული მტკიცებულებები და ინფორმაცია. წიგნი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გამომძიებლების და პროკურორებისთვის, მოემსახურება გამოძიების სტანდარტის ამაღლებას და საპროკურორო და საგამოძიებო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics