13:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 11:21:27, 1199 ნახვა

ეკონომიკა
Fitch Ratings-მა „თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო რეიტინგი „BB“-მდე, სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch Ratings-მა “თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე,  სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა.

Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ცვლილება მიღწეულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის: გაუმჯობესებული ფინანსური შედეგებით, აქტივების ხარისხით,  მომგებიანობით და  ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის განსაკუთრებული სიძლიერით.

რეიტინგის გაუმჯობესება კომპანიის გაზრდილ ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის.

„მოხარულები ვართ, რომ „თიბისი ლიზინგის“ ფინანსური შედეგებით განსაკუთრებით წარმატებული 2022 წელი დადებითად აისახა  საკრედიტო რეიტინგზე და Fitch-მა აღნიშნული პარამეტრი „BB-“-დან „BB“-მდე გაგვიუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის წლებია ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგის ვინარჩუნებთ, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს  „თიბისი ლიზინგის“, როგორც ფინანსური ინსტიტუტის ფინანსურ მდგრადობას და განვითარების პერსპექტივებს,“ -  ნუგზარ ლოლაძე, „თიბისი ლიზინგის“ ფინანსური დირექტორი.

„თიბისი ლიზინგი“, როგორც მოწინავე სალიზინგო კომპანია საქართველოს ბაზარზე  20 წელია საქმიანობს და ამ ეტაპზე  სალიზინგო ბაზრის 82%-ს იკავებს.  2022 წლის ბოლოს მდგომარეობით, კომპანია 338 მილიონი ლარის მოცულობის  პორტფელს მართავდა, რომელიც დივერსიფიცირებულია  საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics