14:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 10:16:24, 1222 ნახვა

ეკონომიკა
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ისტვან ნაგი და უნგრული დელეგაციის  წევრები შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“  საწარმოში იმყოფებოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმილი საწარმოს ინფრასტრუქტურას და ხილის გადამუშავების მიმდინარე პროცესს უნგრელი მინისტრი და დელეგაციის წევრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად გაეცნენ.

"მცხეთის მუნიციპალიტეტში  მოქმედი ხილის გადამმუშავებელი საწარმო „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითაა შექმნილი. საწარმოში ჯამურად 1,7 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული, მათ შორის,  სახელმწიფო თანადაფინანსება 500,000  ლარი, ხოლო 500,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. 

კომპანია  სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირს აწარმოებს, რისთვისაც  ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია საექსპორტოა და გერმანიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში იყიდება.  

უნგრული დელეგაციის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძესთან ერთად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთშიც იმყოფებოდნენ, სადაც მეფუტკრე ფერმერ ვლადიმერ ვარდოსანიძის მეურნეობაში ფუტკრის რძის წარმოების პროცესს გაეცნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics