00:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 12:37:14, 776 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - 27 მაისს, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას ვუერთდებით

ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას 27 მაისს,- ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

ხოშტარიას თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება საქართელოს ევროპული მომავლის საბოტაჟს უკავშირდება, აღნიშნული საბოტაჟი კი, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გვარამიას არ შეწყალებით გააგრძელა.

"ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი პრინციპული ბრძოლა და ამ ბრძოლაში ნიკა გვარამიას საკითხი არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. ფრენების აღდგენის ფონზე, ჩვენ მივიღეთ საჯარო ინფორმაცია, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რუსეთიდან დაყენებული წინაპირობა პროდასავლური მედიის გაჩუმებისა და დევნის და სწორედ, მათ შორის რუსეთის დავალებით, რუსულმა ოცნებამ ნიკა გვარამია გამოკეტა საპატიმროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას 27-ში 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვისმენს და გვენდობა მინდა მივმართო, დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი და ადამიანის თავისუფლება",- განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ" აქცია 16 მაისს დააანონსა. მოძრაობის წევრები 27 მაისს პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბებიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics