20:41 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 11:16:19, 653 ნახვა

საზოგადოება
მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისა და მარნებისთვის ქვეყნის მასშტაბით ტრენინგები ჩატარდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისა და მარნებისთვის ქვეყნის მასშტაბით ტრენინგები ჩატარდება. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ტრენინგებზე განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ღვინის წარმოებასთან: სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და სამართლებრივი ჩარჩო; სააგენტოში ღვინის კომპანიის რეგისტრაცია; მევენახეობა და ვენახების კადასტრი;  რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება; არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების რეგულაცია; ხარისხის კონტროლი; სერტიფიცირების ეტაპები, ლაბორატორია, ეტიკეტირება; სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში.

"ტრენინგები მოიცავს სრულიად საქართველოს რეგიონებს და მასზე დასწრება უფასოა. ერთდღიანი ტრენინგები გაიმართება 1 ივნისიდან 31 ივლისამდე, ქვეყნის მასშტაბით 17 ლოკაციაზე, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში.

რეგისტრაცია მოხდება ონლაინ (https://wine.gov.ge/Ge/Trainings), ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. თითოეულ ტრენინგს დაესწრება არაუმეტეს 40 მონაწილე.  

ტრენინგების მხარდამჭერები ასევე არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები.

ტრეინინგის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სოციალური ქსელების, დარგობრივი ასოციაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics