00:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 11:06:22, 797 ნახვა

პოლიტიკა
ქალი დეპუტატები - ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან

ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, 7 დეპუტატთან ერთად, ღიად ითხოვს პასუხებს იმაზე, თუ როდის დაიწყო ეს კომუნიკაცია და რა არხებს იყენებს ხელისუფლება.

„ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საგანგაშოა, ფარული კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ფრენების აღდგენა, საზღვაო ტვირთების გადაზიდვისთვის ახალი, რუსეთისკენ მარშრუტების განახლება და ასევე, ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა, ვინც არის სანქცირებული და საქართველოს საზღვრის კვეთა, ვერ მოხდებოდა კოორდინაციის გარეშე. ხაზს ვუსვამ, ეს არის ზუსტად საქართველოს უსაფრთხოების, გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა.

ჩვენ, 7 დეპუტატი კითხვებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე და ღიად მოვითხოვთ პასუხებს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, როდის დაიწყო ფარული მოლაპარაკებები და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ არცერთ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონიათ წინასწარ ინფორმაცია, მათ  შორის ფრენების გახსნაზე, საზღვაო ტვირთების მიმოსვლის აღდეგნაზე, ასევე, სანქცირებული პირების შემოსვლაზე.

იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა მოლაპარაკებების შესახებ და ხორციელდება თუ არა დღემდე ფარული ვიზიტები მოსკოვში, რაც ასევე საგანგაშოა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აშკარაა, რომ ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან საქართველო მოქალაქეებისგან და პარლამენტისგან დაფარულად ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

„აშკარაა, რომ ხელისუფლება აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან საქართველო მოქალაქეებისგან და პარლამენტისგან დაფარულად, რომელიც კონსტიტუციით არის მთავარი პოლიტიკის განმსაზღვრელი ქვეყანაში და ეს არის მიუღებელი.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება და ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მხირდან სადეპუტატო კითხვების გაგზავნა, რომელზეც პასუხი სამართლებრივად სავალდებულოა და პასუხის არ გაცემა, ასევე იწვევს კონსტიტუციური თვალსაზრისით პასუხისმგებლობებს. მათ შორის, ეს შეიძლება დასრულდეს იმპიჩმენტით. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა.

19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics