|
2023-05-22 23:56:11, 1675 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეყოვნება ადამიანების სიცოცხლით იზომება
მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენს მიერ იარაღის მიწოდების შეყოვნების ყოველი დღე ადამიანების სიცოცხლით იზომება, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა. იარაღის მიწოდების საკითხთან ერთად, როგორც ბორელი აღნიშნავს, მინისტრებმა ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებულია მოქმედი შეზღუდვების გვერდის ავლის აღკვეთაზე. „მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენს მიერ იარაღის მიწოდების შეყოვნების ყოველი დღე ადამიანების სიცოცხლით იზომება. ეს არ არის ფულის საკითხი, საქმე ეხება ადამიანებს, სამხედროებს, რომლებსაც კლავენ ან ჭრილობებს აყენებენ. მოვუწოდებ ყველა მინისტრს, დააჩქარონ მიწოდება და მონაწილეობა მიიღონ უკრაინისთვის აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაში, ასევე დაასრულონ მუშაობა ევროპის მშვიდობის ფონდიდან მორიგი ტრანშის გამოყოფაზე. კარგი სიახლეა, რომ ევროპულმა საწვრთნელმა მისიამ დაასრულა 15 უკრაინელი სამხედროს მომზადების პირველადი ამოცანა და ამ წლის ბოლომდე კიდევ 15 ათასს მოვამზადებთ. განვიხილეთ სანქციების მე-11 პაკეტი. ფოკუსი კეთდება სანქციების გვერდის ავლაზე, რასაც აქვს ადგილი. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ სანქციების გვერდის ავლის გზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები სუსტდება“,- განაცხადა ბორელმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)