00:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 19:46:28, 770 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა

„მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც რუსულმა პარტიამ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა წითელი ხაზი გადალახა და მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევა, უფრო მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი.

„მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა. 62-ში დარეგისტრირდნენ კანდიდატები და 5 მუნიციპალიტეტში იყო კონკურენცია. ამ 5 მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართა მთელი დღის განმავლობაში, დილის 8:00 საათიდან, საღამოს 8:00 საათამდე. მინდა მოგახსენოთ კონკრეტული შედეგები. ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი დასწრება. წალენჯიხაში არჩევნებზე მივიდა, ურნასთან მისი ხმა დააფიქსირა 2 127-მა ადამიანმა, მარნეულში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1051-მა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. წყალტუბოში 737-მა, ქუთაისში 692-მა, ახალ ქალაქში 350-მა. ეს ნიშნავს, რომ უპრეცედენტოდ დიდი კონკურენცია იყო ამ მუნიციპალიტეტებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიდა დემოკრატია მნიშვნელოვანია ჩვენივე ამომრჩევლებისთვის.

დარჩენილ 57 მუნიციპალიტეტში, სადაც დელეგატების მიერ ელექტრონულად მოხდა თავმჯდომარის არჩევა, საბოლოო ჯაში 30 ათასამდე ჩვენმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. თქვენ კარგად იცით, რომ დედაქალაქში არჩევნები არ ჩატარებულა, თავმჯდომარე არ არჩეულა, შესაბამისად, ეს არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წინ, თუმცა შემიძლია უკვე თამამად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 90% არის დაკომპლექტებული პირდაპირი არჩევის გზით, ეს არჩევანი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა ადგილზე და არ იყო მიღებული კაბინეტებში. მინდა მალდობა გადავუხადო ყველა მონაწილეს, როგორც კანდიდატებს ასევე ამომრჩეველს, რეგიონალურ მდივანს, რომელმაც უზრუნველყო არჩევნების ჩატარება და საარჩევნო კომისიას.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics