14:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 17:45:15, 1052 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით CAREC-ის მე-7 რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

22 მაისს, თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით CAREC -ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის)  მე-7 რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა გახსნა. დავით ფერაძემ 2022 წელი შეაჯამა და გაზრდილი ტვირთბრუნვის, შემოსავლებისა და საკონტენიერო გადაზიდვების მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. კერძოდ, რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა კომპანიაში მიმდინარე მოდერნიზაციისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობას. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტები რკინიგზის გამტარუნარიანობისა და მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება. დავით ფერაძემ ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის აშენების უპირატესობაზე, რომელიც დერეფნის განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე განმარტებით, პორტის დასრულების შემდეგ, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ახალმა პორტმა პანამაქსის ტიპის ხომალდები მიიღოს.

დღევანდელ შეხვედრაზე, CAREC-ის  წევრი ქვეყნების წარმომაგდენლებმა ADB -ის (აზიის განვითარების ბანკის)  ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიღწეული შედეგები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics