02:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 19:21:34, 680 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური მარტის აქციებზე - ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 146 ადამიანი, ხოლო 6 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული

საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 112 პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა,  ხოლო ნაწილის საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება.

„მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი. ყველა დაკავებული პირი  წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 112 პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა,  ამ საქმეების ნაწილის განხილვა კვლავ გრძელდება. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, მათგან 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებულია პატიმრობა“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, 2 მარტს მოქალაქეები პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ, რის შედეგადაც პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი -  „პუბლიკას“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს, რომლებსაც გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტაბულას“​ ჟურნალისტი და „პუბლიკას“ რედაქტორი სამართალდამრღვევებად ცნო და 2 200 - 2 200 ლარით დააჯარიმა.

გარდა ამისა, პროტესტი გაგრძელდა 7-8 მარტსაც, სადაც აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდებასა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics