03:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 15:22:41, 783 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს, საღამოს 7 საათიდან დავიწყოთ შეკრება პარლამენტთან

დღეს საქართველოს პარლამენტთან კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია - არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს და ის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა,-  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მსოფლიოში ქვეყანა არ მოიძებნა, გარდა საქართველოსი, რომელიც მკვლელ პუტინთან დაზავდებოდა, მის გადაწყვეტილებას კეთილშობილურს უწოდებდა, ზარზეიმით ხვდება რუსული ხელისუფლება აეროპორტში რუსულ ხომალდს, რომლის მიმართულებაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ერთხელ უკვე განსაზღვრეს და მისცეს კონკრეტული გეზი, თუ საით უნდა წასულიყვნენ.

„რუსულმა პარტიამ“ საქართველოში კიდევ ერთი განსაკუთრებული ნაბიჯი გადადგა, საქმე ეხება 123 ქვეყანაში ძებნილ სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ამ წუთებშიც ახორციელებს საქართველოს ოკუპაციას, უკრაინაში აწარმოებს ბარბაროსულ ომს, სადაც ხოცავს ბავშვებს და ქალებს და ამასობაში არ მოიძებნა მსოფლიოში ქვეყანა, გარდა საქართველოსი, რომელიც მკვლელ პუტინთან დაზავდებოდა, მის გადაწყვეტილებას შემდეგ უწოდებდა კეთილშობილურს, იტყოდა რომ პუტინი აკეთებს კარგ საქმეს, ზარზეიმით ხვდება რუსული ხელისუფლება აეროპორტში რუსულ ხომალდს, რომლის მიმართულებაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ერთხელ უკვე განსაზღვრეს და მისცეს კონკრეტული გეზი, თუ საით უნდა წასულიყვნენ.

 ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი საქართველოში, რაც დაიწყო რუსმა ოლიგარქმა და „რუსულმა პარტიამ“ ჩვენი ქვეყნის ბოლომდე იმ პირობებში, როცა ევროკავშირის კარები არის ისე ღია, როგორც არასდროს და გვაქვს ისტორიული შანსი ისეთი როგორიც არასდროს და სწორედ ამ დროს კარებში გაეჩხირა ბიძინა ივანიშვილი და „რუსული პარტია.

ამიტომ, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ  არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს და ის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ამიტომ დღეს, საქართველოს პარლამენტთან, საღამოს 19:00 საათიდან უნდა დავიწყოთ შეკრება ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა რუსულ ხელისუფლებას, მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის გარუსებას და არ შევეგუებით პუტინისტურ რეჟიმს საქართველოში.

ამისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება და დღეს ყველა ერთად შევიკრიბოთ, მათ შორის ამ დროს, როცა ჩვენ დღეს დავიწყებთ შეკრებას, საქართველოს პარლამენტში იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია იმ მოვლენებზე, რაც ახალ ხდება აეროპორტში და ჩვენ ვხედავთ, რომ ანტიპუტინისტურ აქციის მონაწილეებს ერთმანეთის მიყოლებით აკავებენ და ძალადობენ სამოქალაქო აქტივისტებზე აეროპორტში ნაცვლად იმისა, რომ ისინი იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ცალსახად წერია, რომ ჩვენი ევროპული მომავალი გარანტირებულია კონსტიტუციით და ყველა უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ევროპული მომავალი, ისინი აკეთებენ საპირისპიროს და რომ აკეთებენ საპირისპიროს და მიდიან ხალხის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია ხალხმა გასცეს პასუხი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.

თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

გარდა ამისა, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-ი დაიწყებს.

მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics