|
2023-05-19 00:11:30, 829 ნახვა
საზოგადოება
19 მაისს, 12:00 საათზე აეროპორტში რუსეთიდან შესრულებულ პირველ რეისს გააპროტესტებენ
ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, არ შევეგუოთ ხელისუფლების მორიგ ღალატს და დავიცვათ საკუთარი ღირსება, სუვერენიტეტი, - ამის შესახებ პარტია "დროას" განცხადებაშია აღნიშნული, ელენე ხოშტარია საზოგადოებასთან ერთად, 19 მაისს, 12:00 საათზე, აეროპორტში რუსეთიდან შესრულებულ პირველ რეისს გააპროტესტებს. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს, პირველ ფრენას საქართველოში 19 მაისს შეასრულებს. აქციის ორგანიზტორები აცხადებენ, რომ 19 მაისს, 12:00 საათზე, შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედთან) და ერთად კოლონით დაიძრებიან აეროპორტისკენ, რათა გააპროტესტონ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება. "უნდა ვიცოდეთ, აზიმუტი არის ავიაკომპანია, რომელსაც:
„რუსული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ქართველმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული გაუტეხელი წინააღმდეგობით. კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის", - ნათქვამია "დროას" განცხადებაში. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება. პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვიდან თბილისში ხვალ, 19 მაისს შესრულდება.
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)